მილანური "ინტერის” კამერუნელი ფორვარდი, სამუელ ეტოო კამერუნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოცნებობს. 
"თუ კი ღმერთი მოწყალეა თვალით გადმომხედავს და ჩემს ოცნებას ამისრულებს, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემი ყველაზე დიდი მიზანი ასრულებული არის, ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არა მგონი ვინმე იყოს”, – განაცხადა 30 წლის ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ ეტოო კამერუნის ეროვნული ნაკრების მაისურით 1997 წლიდან თამაშობს და 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ნაციონალურ გუნდში ჩატარებული.
|