სამუელ ეტოოს მომავალი "ინტერში" კითხვის ქვეშ დგას 
სამუელის ოჯახი უკმაყოფილოა მილანში ცხოვრებით და იტალიის დატოვება სურს.სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა იმ ფაქტმა,რომ ცოტა ხნის წინ გაძარცვეს მათი საცხოვრებელი სახლი.მოპარული ნივთების ღირებულება კი რამდენიმე მილიონს უტოლდება.ამ ინციდენტის შემდეგ ეტოოს ოჯახი სასტუმროში გადავიდა საცხოვრებლად სადაც ერთი ღამის გატარება 2,5 ათასი დოლარი ღირს.
თუკი ეტოომ ეს პრობლემა ვერ გადაჭრა,ზაფხულში კლუბის შეცვლა მოუწევს. აფრიკელი ფეხბურთელი სავარაუდოდ პრემიერ ლიგას მიაშურებს,მისი თავის გუნდში ხილვა "ტოტენჰემს", "ჩელსსა" და "მანჩესტერ სიტის" სურთ.
|