მილანის "ინტერისა” და კამერუნის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა სამუელ ეტოომ ფიფა გააკრიტიკა - რა მეთოდებით ავლენთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულს, ჩემამდე არ დადისო. 
"მე ვერასოდეს გავხდები მსოფლიოს საუკეთესო. გახსოვთ, რა მოხდა 2009 წელს? იმ სეზონში 40 გოლი გავიტანე, სამი დიდი ტიტული მოვიგე "ბარსელონასთან” ერთად და გუნდის ტრიუმფში მოზრდილი წვლილი შევიტანე, მათ კი საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში შეიყვანეს კაკა, ხოლო მე გარეთ დამტოვეს. როცა ამდენი გოლის გატანის მიუხედავად, ხუთეულს მიღმა დავრჩი, ესე იგი, ძნელად თუ როდესმე მეღირსება საუკეთესოებში დასახელება. ამ ტიტულს ვერასოდეს მოვიგებ” – უთხრა ეტოომ ჟურნალ kick off–ს.
|