ინტერის ფორვარდს მიაჩნია რომ დერბიში სკუდეტოს ბედი არ წყდება. "დერბი ეს ის თამაშია რომელსაც შეუძლია ჩემპიონატში სიტუაცია ერთი დღით შეცვალოს. 
ამ თამაშის შემდეგ კიდევ 7 შეხვედრა რჩება ჩასატარებელი. რათქმაუნდა მილანი ფავორიტია, ის ვინც პირველ ადგილს იკავებს ყოველთვის ფავორიტია. ყველაფერი მილანზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთი უპირატესობა გვაქვს არ თამაშობს ჩემი მეგობარი ფილიპო ინძაგი. ჩემი აზრით ის ერთერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში."
|