მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ხავიერ ძანეტიმ და იმ მომენტზეც ისაუბრა როცა მისი მხრიდან კასანოს მიმართ უხეშობის გამო ბოლო წუთებზე 11–მეტრიანი დაინიშნა
 „არ ვიცი რას ფიქრობენ სხვები, მაგრამ მე ვიცი, როგორ უნდა შეხედოს ამ სიტუაციას მთელმა გუნდმა. წინ უნდა გავიხედოთ. სერია ა–ში 7 მატჩი დარჩა, ჩვენ ასევე გავედით ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში და იტალიის თასის ½ ფინალში.
რაც შეეხება ბოლო წუთებზე მომხდარ ეპიზოდს, ფეხბურთი ასეთია – კასანო კარგად დაეცა საჯარიმოში.
ჩვენ შეგვეძლო გაგვეტანა პირველ ტაიმში, მაგრამ როდესაც მეორე ტაიმის დასაწყისში კივუმ წითელი ბარათი მიიღო, ჩვენი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. „მილანი" კარგად აკონტროლებდა ბურთს და თამაშის შემობრუნების შანსი არ მოგცა. რათქმაუნდა შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ თავი არ დამიკარგავს."
|