იტალიის ნაკრების გუშინდელ შეხვედრაში ერთი მოულოდნელი ცვლილება მოხდა, მეორე ტაიმში გუნდის გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი შეცვალეს ამ ყველაფერზე დღეს თვითონ მეკარისგან მოვისმინეთ კომენტარი.
"ვიფიქრე რომ კუნთი დავიზიანე და ჩემპიონატი ჩემთვის დასრულებულად ჩავთვალე, თუმცა დღეს გაირკვა, რომ ყველაფერი არც ისე სერიოზულადაა.”
"ვიმედოვნებ, რომ უახლოეს ორ დღეში გამოვჯამრთელდები და დავუბრუნდები გუნდს.”
სავარაუდოდ, იტალიის შემდეგ მატჩში, რომელიც კვირას გაიმართება ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ, ჯანლუიჯი ფორმაში იქნება.
თუკი იტალიურ გამოცემებს დავუჯერებთ,იტალიის ნაკრების ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეკარის შეცვლის პირველი ფაქტი ყოფილა.
ავტორი: გიგა თედორაძე
|