იტალიური "მილანის" თავდამსხმელმა მარკო ბორიელომ თანაქალაქელი "ინტერის" ახალგაზრდა ფორვარდ მარიო ბალოტელის "როსონერიში" გადაბარგება ურჩია.  "არ მესმის "ინტერის" ფანების, რომლებიც მას გამუდმებით უსტვენენ. ამავე დროს ვხედავ, რომ ბალოტელი "ნერაძურიში" ბედნიერი არ არის, შესაბამისად, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომაც ის ჩვენთან არ უნდა გადმოვიდეს. "მილანში" მას ერთიანი, მეგობრული და მყუდრო ატმოსფერო დახვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მიეცემა", – ამბობს ბორიელო.
|