3 მილიონი ევრო კონტრაქტის შეწყვეტისთვის
ყველაფერი იქით მიდის, რომ "ლივერპულისა” და რაფაელ ბენიტესის გზები გაიყოფა. ბრიტანული გამომცემლობა "The Times” იტყობინება, რომ მერსისაიდულ კლუბს გადაწყვეტილი აქვს შეწყვიტოსკონტრაქტი ბენიტესთან და ამისთვის მას 3 მილიონ ევროს სთავაზობენ. 
ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ კლუბსა და მწვრთნელს შორის 2009 წელს გაფორმდა 5 წლიანი კონტრაქტი რომლის მიხედვითაც ბენიტესს 18 მილიონი უნდა მიეღო, თუმცა მერსესაიდული კლუბი ფინანსურ კრიზისშია და ასეთი ხარჯების გაწევა არ შეუძლია. ბოლო დროს წამყვანი სპორტული გამომცემლობები სულ უფრო და უფრო ხშირად უკავშირებენ რაფაელ ბენიტეს "ინტერს” და მოვლენების ასეთ განვითარებს წინ თითქოს არაფერი უდგას .
|