როგორც ინგლისრუი გამოცემა Mirror იტყობინება მილანის ინტერი ბენიტესის გუნდში გაჩერებას აღარ აპირებს და ესპანელის კაპელოთი ჩანაცველბას აპირებს…როგორც მოგეხსენებათ ლივერპულის ექს მწვრთნელისთვის ეს სეზონი ინტერში წარმატებული ნამდვილად არ გამოდგა 
ინტერი დღესდღეობით Seria A-ში მეშვიდე პოზიციას ჯერდება 23 ქულით და პირველ ადგილოსან მილანს მთელი 13 ქულით ჩამორჩება… ინგლისური გამოცემა იმასაც იტყობინება რომ ინტერის პრეზიდენტი მასიმო მორატი ინტერის მწვრთნელის შეცვლას სერიოზულად ფიქრობს. ეხლა კი გადავხედოთ იტალიურ პრესას… იტალიაში უკვე კაპელოს ინტერში გადაბარგება ახალი თემა აღარაა, მაგრამ დღევანდელმა გაზეთებმა გააჟღერეს შემდეგი ინფორმაცია: "თუ კი კაპელო ინტერში აღმოჩნდება, იგი აუცილებლად გამოიყოლებს რუნის.”
შეგახსენებთ იმასაც რომ რუნიმ სულ ცოტა ხნის წინ გააფორმა 5 წლიანი კონტრაკტი მანჩესტერთან. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ კონტრაკტის გაფორმებამდე რუნი
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
565
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
13.12.2010
|
|
პორტუგალიური გამოცემა A Bola იტყობინება, რომ იტალიური ინტერი პორტუგალიის მესამე დივიზიონის გუნდიდან ლოულეტანოდან 18 წლის შემტევს ჟოაო რეისს იყიდის.ჟოაოს ლუიშ ფიგუ დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც მასზე "ნადირობა” პორტუგალიურმა გიგანტებმა დაიწყეს. დაკავშირების შემდეგ ინტერი რათქმაუნდა ყველაზე სასურველი კანდიდატი გახდა. 
სკაუტების დაკვირვების შემდეგ, შავ-ლურჯთა ხელმძღვანელობა გაოცებული დარჩა. ასე რომ იანვარში ჟოაო რეისი ინტერის რიგებში იქნება.
აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ ინტერი კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხშაბათს ჩაატარებს პირველ მატჩს სეონამ ილჰავასთან.
ნანახია:
714
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
13.12.2010
|
|
იტალიური "ჯენოას” მცველმა ემილიანო მორეტიმ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მისი შესაძლო "ინტერში” გადასვლის შესახებ გააკეთა კომენტარი და გავრცელებული ჭორები უარყო. 
"მე ამის შესახებ გაზეთებში წავიკითხე. ამ საკითხზე კი მე პირადად არავინ არ შემხმიანებია, ასე, რომ ეს ჭორია ვიდრე რეალობა. მითუმეტეს, რომ ჯერ-ჯერობით "ჯენოადან” არსად წასვლას არ ვაპირებ, – მორეტის სიტყვები გაავრცელა პოპულარულმა Sky Sport.
ნანახია:
632
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
13.12.2010
|
|
მილანის ინტერის ნახევარმველი ესტებან კამბიასო ჟურნალისტებს ბენიტესის თაობაზე ესაუბრა. 
"ემუქრება თუ არა ბენიტესს გაძევება? არამგონია. ის საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებულია და ახლა ჩვენთან ერთადაც მუშაობს. რაფა ყოველთვის გუნდისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს იღებს.
ახლა მნიშვნელოვანია არ მოვდუნდეთ და ბევრი ვიმუშაოთ. უამრავი ფეხბურთელი ტრავმებს იშუშებს. მათი დაბრუნება ინტერისთვის მართლაც დიდი ძალაა”-აცხადებს კამბიასო.შეგახსენებთ, "ინტერი” 15 დეკემბერს, საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში კორეულ "სონამს” ეთამაშება.
ნანახია:
641
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
13.12.2010
|
|
ინტერის ფეხბურთელები თვლიან, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის ისტორიულია.ბრაზილიელმა მცველმა, დუგლას მაიკონმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: 
"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ისტორიული მომენტია, როგორც კლუბისთვის ასევე ფეხბურთელთათვის. უნიკალური შანსია ნებისმიერის კარიერაში უკვდავყოს საკუთარი სახელი.”
"ინტერმა აქ ყოფნა ნამდვილად დაიმსახურა. 2010 წლის დასრულება საფინალო გამარჯვებით გვსურს.”
"რაც შემეხება მე… ვცდილობ ფორმა აღვიდგინო. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ვარჯიშსაც მთელი გულით ვეკიდები. ასე რომ მალე დავბრუნდები ჩვეული სტილით.”
ნანახია:
613
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
13.12.2010
|
| |