მილანის ინტერის ნახევარმველი ესტებან კამბიასო ჟურნალისტებს ბენიტესის თაობაზე ესაუბრა. 
"ემუქრება თუ არა ბენიტესს გაძევება? არამგონია. ის საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებულია და ახლა ჩვენთან ერთადაც მუშაობს. რაფა ყოველთვის გუნდისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს იღებს.
ახლა მნიშვნელოვანია არ მოვდუნდეთ და ბევრი ვიმუშაოთ. უამრავი ფეხბურთელი ტრავმებს იშუშებს. მათი დაბრუნება ინტერისთვის მართლაც დიდი ძალაა”-აცხადებს კამბიასო. შეგახსენებთ, "ინტერი” 15 დეკემბერს, საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში კორეულ "სონამს” ეთამაშება.
|