მილანის ინტერნაციონალეს არგენტინელი თავდამსხმელი კვლავ ჯანმრთელობას უჩივის.

დიეგო მილიტომ დაზიანება მილანურ დერბიში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ფორვარდი პარმასთან მწყობრში იქნებოდა თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა.
რაფა ბენიტესი ფიქრობს, რომ დიეგო გამოჯანმრთელებას ვერც ლაციოსთან გასამართი შეხვედრისთვის მოასწრებს. ასე რომ ნერაძურის წინა ხაზში კვლავ გორან პანდევს ვიხილავთ