ლონდონის "ჩელსის” ხელმძღვანელობა მზადაა მილანის "ინტერს” გუნდის ლიდერ უესლი სნეიდერის სანაცვლოდ 30 მლნ ევრო შესთავაზოს.
ეს ინფორმაცია დღეს "არისტოკრატთა” ერთ-ერთმა არაოფიციალურმა საიტმა გაავრცელა, თუმცა მის სანდოობაზე ვერაფერს მოგახსენებთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა თავად გამოხატა ინგლისის პრემიერლიგაში ძალების მოსინჯვის სურვილი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ერთადერთი ალბიონური კლუბი, რომელში თამაშსაც ისურვებდა, "მანჩესტერ იუნაიტედია”.
ბრიტანულმა გადაცემამ Soccer AM გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მათ წარმოგვიდგინეს 2010 წლის საუკეთესო ტრიუკები და მომენტები საფეხბურთო მოედნებზე. საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო ვიდეოა…