მილანის ინტერნაციონალეს ერთ–ერთმა ლიდერმა უესლი სნეიდერმა ფრანგულ გამომცემლობა L’Equipe–ს ინტერვიუ მისცა. "ჩემი რეალში დაბრუნება გამორიცხულია. მე არ დავბუნდები კლუბში სადაც ცუდად მექცეოდნენ. ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ სამეფო კლუბში ვეღარასოდეს მიხილავ.
რაც შეეხება მოურინიოს. ის უბრალოდ უნიკალურია. მისი ერთი სეზონი კლუბში სხვა მწვრთნელების ათ სამუშაო წელს უდრის.
ოქროს ბურთი? დიახ, მე მაქვს შანსი მისი მიღების. ვთვლი, კანდიდატები აბსოლიტურად დამსახურებულად არიან შერჩეულები”–განაცხადა სნეიდერმა.