ინტერის მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი შეძლებს და სძლევს ტვენტეს, ამით კი გაინაღდებს კიდევაც მეთექვსმეტე ფინალის საგზურს.

თამაშამდე ერთი დღით ადრე კი რაფამ შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: "ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ყველა ჩემპიონთა ლიგის მატჩები. ჩვენ ჩავატარეთ ბევრი კარგი თამაში, მაგრამ გვქონდა ჩავარდნებიც. მე უკვე დავივიწყე წარსული კრახები და მომავალს იმედის თავალებით ვუყურებ, იმედია ეტოოს არ ყოფნა გუნდს ძლიერ არ დაეტყობა. ეხლა ინტერი ერთი შეკრული გუნდია, ნეზარაზუმ თავისი საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს. მე მქონია მსგავსი სიტუაციები წარსულში, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოძრომის მე ნამდვილად მჯერა. ჩვენ გამარჯვების გვწამს.”