ორივე მილანურ გრანდს სურს ბრაზილიელის თავის რიგებში ხილვა
"ინტერი” და "მილანი” ერთნაირად არიან დაინტერესებულნი "სანტოსის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ელანოს გადმობირებით.
როგორც "FootballPress” იტყობინება, ორივე მილანური კლუბი მზადაა ბრაზილიის ნაკრების წევრში, რომელიც წინა წელს "გალათასარაიში” ასპარეზობდა გადაიხადონ 9 მილიონ ევრომდე.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ელანოს გასულ ზაფხულს უკავშირებდნენ "ვოლსბურგს", თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა.

|