მიუხედავად იმისა, რომ მილანის ინტერნაციოლანლეს ყოფნა არყოფინს საკითხი ბოლო ხანებში ბეწვზე ჰკიდია ეს უკანასკნელი მშვიდადაა და დამაიმედებელ კომენტარებს აკეთებს. 
ბენიტესის სამსჯავრო კი ოთხშაბათს ტვენტესთან გასამართი მატჩი იქნება.
თუკი ტვენტეს მოვუგებთ ყველაფერი შეიცვლება. ინტერმა გოლების გატანა და თამაშების მოგება უნდა დაიწყოს. ამიტომ ჩვენ ოთხშაბათისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ.
დიახ, მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა მაგრამ ეს პერიოდი უნდა გადავიტანოთ. გუნდში ბევრი ტრავმირებული გვყავს”–განაცხადა ბენიტესმა.
ნანახია:
592
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
23.11.2010
|
|
ლივერპულის მარჯვენა მცველი,გლენ ჯონსონი ამბობს რომ მას ზამთარში ინტერში გადასვლა სურს.”ნერაძურის” მწვრთნელს გადაწყვეტილი აქვს გლენით ინტერის დაცვა გააძლიეროს. 
ინგლისელს მცველს ლივერპულის დატოვება მას შემდეგ მოუნდა , რაც ბოსმა იგი საჯაროდ გააკრიტიკა.
ჯონსონმა იცის რომ მისით არაერთი გუნდია დაინტერესებული და ზამთრის ფანჯრის გამოყენებას აპირებს.მისით ასევე ტოტენჰემია დაინტერესებული თუმცა მისი მოთხოვნები არ მოსწონთ.გლენი კვირაში 90.000 ფუნტს ითხოვს.
შეგახსენებთ რომ ჯონსონი ლივერპულში 2009 წელს პორტსმუთიდან გადმოვიდა 18 მილიონ ევროდ სწორედ რაფა ბენიტესის მწვრთნელობისას, რომელიც მას თავის ამჟამინდელ კლუბში ეპატიჟება.
ნანახია:
727
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
23.11.2010
|
|
მილანის "ინტერის” ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო წუხილს გამოთქვამს "ნერიაძურის” არასახარბიელო მდგომარეობის გამო. როდესაც ჟოზემ "კიევოს” წინააღმდეგ მატჩში "ინტერის” მორიგი მარცხის შესახებ გაიგო, გაკვირვებულმა განაცხადა: 
"როგორ? რაფამ ისევ წააგო? წარმოუდგენელია. სატურნირო ცხრილის ლიდერს ახლა უკვე 9 ქულით ჩამორჩებიან. რასაკვირველია, "ინტერი” სრულიად განსხვავებულია ინგლისური ფეხბურთისგან”, მაურინიომ ამით ბენიტესის გამართლება სცადა.
აქვე, პორტუგალიელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნისლიან ალბიონზე დაბრუნდება:
"როდესაც ესპანეთში მუშაობას დავასრულებ, მინდა ინგლისში დავბრუნდე, თუმცა "რეალში” კონტრაქტის ბოლომდე ვიქნები”.
ნანახია:
996
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
23.11.2010
|
| |