ჟულიო სეზარმა პრესკონფერენციაზე კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან თითქოს ხელახალი დაზიანება მიიღო ვარჯიშზე, ბრაზილიელი მეკარე დღემდე მკურნალობს "ჯენოასთან" მატჩში მიღებულ ტრავმას და იმედი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს 
" ინფორმაცია ჩემი ხელახლა დაზიანების შესახებ სიცრუეა. მე რათქმაუნდა პატივს ვცემ ჟურნალისტების საქმიანობას, მაგრამ ამ ტყუილმა ძალიან გამაბრაზა. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გუნდთან ერთად წავიდე "აბუ–დაბიში" და იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. "ინტერში" გატარებული დროის მანძილზე,მე არასდროს ჩამოვშორებულვარ გუნდს ტრავმის გამო ამდენი ხნით.
ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და მოთმინებით გავიარო თერაპიის კურსები. თავდაპირველად ვერ ვაცნობიერებდი ჩემი დაზიანების სირთულეს და ვფიქრობდი, რომ ეს ჩვეულებრივი მსუბუქი ტრავმა იყო. რენდგენის გადაღებასაც კი არ ვაპირებდი, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა დამარწმუნა რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. თამაში ძალიან მომენატრა და იმედი მაქვს რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დავბრუნდები. ეს განსაკუთრებული ტურნირია და არ მინდა გამოვტოვო."
|