FIFA- მ იმ ფეხბურთელების გაფართოებული 55 კაციანი სია გამოაქვეყნა,რომლებიც 2010 წლის ნაკრებში მოხვედრაზე აცხადებენ პრეტენზიას.ყველაზე მეტი წარმომადგენელი ესპანეთს ჰყავს – 10 ფეხბურთელი,ბრაზილია და არგენტინა 9–9 ფეხბურთელითაა წარდგენილი, შემდეგ ინგლისი მოდის – 6 ფეხბურთელით და 4 კანდიდატი ჰყავს გერმანიას.
 გამოკითხვაში 50 ათასი პროფესინალი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას და თითოეულმა 1 მეკარე, 4 მცველი, 3 ნახევარმცველი და 3 თავდამსხმელი უნდა დაასახელოს
2010 წლის ნაკრები 10 იანვარს ციურიხში დასახელდება,სადაც ასევე გაიმართება "ოქროს ბურთით" დაჯილდოების ცერემონიალი
ფეხბურთელების გაფართოეუბული სია ასეთია:
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია), იკერ კასილასი ("რეალი", ესპანეთი), პეტრ ჩეხი ("ჩელსი", ჩეხეთი), ჟულიო სეზარი (ინტერი, ბრაზილია), ედვინ ვან დერ საარი (მანჩესტერ იუნაიტედი , ჰოლანდია);
მცველები: დანი ალვეში (ბარსელონა, ბრაზილია), გარეთ ბეილი ("ტოტენჰემი", უელსი), მიშელბასტოსი ("ლიონი", ბრაზილია), ეშლი კოული (ჩელსი, ინგლისი), პატრიკ ევრა ("მანჩესტერ იუნაიტედი , საფრანგეთი), რიო ფერდინანდი (მანჩესტერი, ინგლისი), ლუსიო (ინტერი, ბრაზილია), Maicon (ინტერი,ბრაზილია),ფილიპ ლამი (ბაიერნი, გერმანია), მარსელო ("რეალი", ბრაზილია ), ალესანდრო ნესტა (მილანი, იტალია), პეპე ("რეალი", პორტუგალია), სერხიო რამოსი ("რეალი", ესპანეთი), ვალტერ სამუელი (ინტერი, არგენტინა), ჯონ ტერი ("ჩელსი", ინგლისი) ,ტიაგო სილვა (მილანი, ბრაზილია), ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერი, სერბეთი), ხავიერ ძანეტი (ინტერი, არგენტინა);
ნახევარმცველები: ესტებან კამბიასო (ინტერი, არგენტინა), მაიკლ ესიენი (ჩელსი, ინგლისი), ცესკ ფაბრეგასი (არსენალი, ესპანეთი), სტივენ ჯერარდი ("ლივერპული", ინგლისი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი ), კაკა ("რეალი", ბრაზილია), ფრენკ ლამპარდი (ჩელსი, ინგლისი), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა, არგენტინა), ტომას მიულერი (ბაიერნი, გერმანია), მესუტ იოზილი ("რეალი", გერმანია) ანდრეა პირლო (მილანი, იტალია), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი, გერმანია), უესლი სნეიდერი(ინტერი, ჰოლანდია), ხაბი ალონსო ("რეალი", ესპანეთი), ხავი (ბარსელონა, ესპანეთი);
თავდამსხმელები: დიმიტარ ბერბატოვის (მანჩესტერი, ბულგარეთი), დიდიე დროგბა (ჩელსი, კოტ დიუარი), სამუელ ეტო 'ო (ინტერი, კამერუნი), დიეგო ფორლანი (ატლეტიკო, ურუგვაი), გონსალო იგუაინი("რეალი", არგენტინა), ზლატან იბრაგიმოვიჩი(მილანი, შვედეთი), ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა), დიეგო მილიტო (ინტერი, არგენტინა), არიენ რობენი (ბაიერნი, ჰოლანდია), რონალდინიო(მილანი, ბრაზილია), რონალდო ("რეალი", პორტუგალია), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კარლოს ტევესი ("მანჩესტერ სიტი", არგენტინა), ფერნანდო ტორესი (ლივერპული, ესპანეთი) დევიდ ვილა (ბარსელონა, ესპანეთი).
ავტორი: გიგა თედორაძე
|