დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსენ ვენგერი თანდათან უახლოვდება მილანურ კლუბ "ინტერს”. 
იტალიაში ბენიტესის მუშაობაზე არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება ქომაგების მხრიდან. ესპანელი სპეციალისტი მართლაც უნაკლოა, მაგრამ "ინტერში” მან თავისი შესაძლებლობები კარგად ვერ წარმოაჩინა, სწორედ ამიტომ მას გუნდის გამოცვლას უწინასწარმეტყველებენ.
წარმოიშვა კითხვა, თუ ვინ გახდება გუნდის ახალი მწვრთნელი!? ჟურნალისტების თქმით ზაფხულიდან "ინტერნაციონალეს” უთავკაცებს არსენ ვენგერი, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ჭორის დონეზეა გავრცელებული..
|