რაფაელ ვან დერ ვაარტმა გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა და გარეტ ბეილის ფანტასტიკური თამაში შეაფასა.სწორედ ბეილი იყო ორი გოლის თანაავტორი. მისი გადაცემების შემდეგ რომან პავლიჩენკომ და პიტერ კრაუჩმა ისარგებლეს. 
ჰოლანდიელი ნახევარმცველი კი პირველი გოლის ავტორი გახლავთ.მან თავის კომენტარში აღნიშნა უელსელი თანაგუნდელის თამაში.
"ის ბრწყინვალე იყო. ვფიქრობ ბეილი ტოტენჰემის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. გარეტი კვირიდან კვირამდე პროგრესირებს და გვაოცებს.”
"მაიკონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მცველია, თუმცა მან ვეფარეგი განაწყო ჩვენი "ლომის” წინააღმდეგ. ბეილიმ, ფაქტობრივად, დაასამარა მისი თამაში. ამიტომ ეს ბიჭი უნდა შევინარჩუნოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.”
"რაც შეეხება გოლს, იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ეს თამაშგარე იყო.თუმცა შემდეგ ჩათვალეს გოლი და გრძნობებიც მომეძალა.ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით.ჩვენ ხომ ევროპის მოქმედ ჩემპიონებს მოვუგეთ, თანაც 3-1.”
წყარო: fanebi.com
|