ინტერის ფეხბურთელს დეიან სტანკოვიჩს სჯერა რომ მის გუნდს შეუძლია მოიგოს სკუდეტო. იუგოსლავიელი ძალიან გახარეულია კლუბის გამარჯვებით პარმას წინააღმდეგ. სწორედ ამ თამაშის შემდეგ (რომელშიც მან ჰეთრიკი შეასრულა) სჯერა, რომ ინტერს კიდევ შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. 
დეიან სტანკოვიჩი იტალიურ სპორტულ გამოცემას ესაუბრა:
"ჩვენ დავანახეთ ყველას რასაც წარმოადგენს ინტერი და ეხლა მჯერა რომ შეგვიძლია ვიბრძოლოთ სკუდეტოსთვის. ინტერისთვის თამაშის მოგება წამალივით იყო – მან ჩვენ ძველი ჭრილობები მოიშუშა. ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ.”
სტანკოვიჩი ინტერის მომდევნო მატჩსაც შეეხო:
"ლაციოსთან თამაში ძნელი იქნება, ისინი კარგ ფორმაში არიან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ Seria A-ში გუნდი მეორე პოზიციას იკავებს.”
|