ვესლი სნეიდერი მაურინიოზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯოზე არ არის მხოლოდ ფეხბურთზე "ჩაციკლული" და კარგად გრძნობს, როდის სჭირდება ფეხბურთელს დასვენება 
" ერთხელ მაურინიომ მითხრა: "ვესლი,შენ დაღლილი ჩანხარ. წადი დაისვენე ცოლთან და შვილთან ერთად."
ყველა სხვა მწვრთნელი,ვისთანაც მიმუშავია,მხოლოდ ვარჯიშზე საუბრობდა. მაურინიომ კი სანაპიროზე გამიშვა და სამი დღით იბიცაზე ოჯახთან ერთად დავისვენე,იქედან როცა დავბრუნდი, მზად ვიყავი მომეკლა და მომკვდარიყავი მაურინიოს გამო."
|