
მილანის "ინტერის” ნახევარმცველი უესლი სნეიდერი "ოქროს ბურთის” მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. "ჰეთ-თრიკი კლუბში (სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასი), 5 გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე და ფინალი… იმედი მაქვს, ამ საუცხოო სეზონს გაითვალისწინებენ. მსურს "ოქროს ბურთის” მფლობელი გავხდე, როგორც გახდნენ კრუიფი და ვან ბასტენი. მინდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვიყო”, – განაცხადა ჰოლანდიელმა.
|