დღეს, მილანის ინტერი ლეჩესთან გასვლაზე გამართავს მატჩს , რომელშიც გუნდს ჰოლანდიელი ფლეი-მეიკერი ვერ დაეხმარება.ბრეშასთან მომხდარი ინციდენტის გამო, სნეიდერი ჯერ კიდევ ვერაა ფორმაში, რის გამოც მისი მილანში დარჩენა არჩიეს. 
რაც შეეხება ამ უქმეებზე გასამართ მილანურ დერბის, არც აქაა გარკვეული უესლის თამაში.
პრეს-კონფერენციაზე რაფაელ ბენიტესმა შემდეგი რამ განაცხადა :
"მისი გასინჯვის შემდეგ გვექნება ზუსტი ცნობები, თუ რა ხანგრძლივობის დასვენება დასჭირდება სნეიდერს.”
გუნდს დაუბრუნდა დეიან სტანკოვიჩი, თუმცა პრობლემები არ ილევა… გუნდის ტრავმირებულთა სია საგრძნობლად დიდია : მაიკონი, ჟულიო სეზარი, მუნტარი, სამუელი, კამბიასო, მარიგა, მოტა და სუაზო.
"არ მოველოდი ასეთ სირთულეებს კარიერის დასაწყისში. ინტერმა წინა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და მისგან უფრო მეტს მოველოდი,” – განაცხადა ბენიტესმა.
წყარო: fanebi.com
|