მილანის ინტერნაციონალეს მცველი დევიდ სანტონი უკმაყოფილოა იმ დაქტით რომ იგი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე არ არის და ამიტომ იანვარში სავარაუდოდ სხვა კლუბში გადაბარგდება.
მის მიმართ ინტერესი კი უკვე გამოიჩინეს ჯენოამ და ფიორენტინამ.
19 წლის სანტონი ინტერში ჟოზე მოურინიოს დროს ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. გარდა ამისა მას ეროვნულ ნაკრებშიც სისტემატიურად იწვევდენენ. მას შემდეგ რაც ტრავმა მიიღო და ფორმიდან ამოვარდა სანტონი ბენიტესმა ძირითადიდანაც ამოაგდო. ამ სეზონზე ინტერის შემადგენლობაში მან მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა და ისიც მილანურ კლუბში კადრების სიმცირის გამო.