უკვე გაუწყეთ, რომ გარდა დაკარგული ორი ქულისა, მილანის "ინტერმა” ”ბრეშასთან” კიდევ ერთი სერიოზული დანაკლისი განიცადა, დაშავდა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მცველი ვალტერ სამუელი და როგორც დღეს ხდება ცნობილი, საკმაოდ სერიოზულადაც. 
არგენტინელ უკანახაზელს ე.წ "მენისკი” აქვს დაზიანებული, რამაც მუხლის უკანა მყესების დაჭიმვა განაპირობა, შესაბამისად, შანსი იმისა, რომ სამუელი მოედანზე დაბრუნებას სეზონის ბოლომდე შეძლებს, მინიმალურია. აღნიშნულ საკითხს რაფაელ ბენიტესი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც შეეხო, ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ კი დამატებითი კომენტარიც გააკეთა: "ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. სამუელი გუნდს ძალიან დააკლდება, მაგრამ რას ვიზამთ, ტრავმები ფეხბურთის ნაწილია, რომლებისგან დაზღვეულიც არავინაა. ახლა იმაზე ფიქრი მომიწევს, როგორ გავამაგრო გუნდის დაცვითი ეშელონები. ვალტერს კი მალე გამოჯანმრთელებას და რაც მთავარია, მოთმინებას ვუსურვებთ”.
წყარო: fanebi.com
|