მილანელები ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებენ
"ინტერი" კვლავ ეძებს იმედის მომცემ ტალანტებს და ძალიან ახლოსაა კონტრაქტი გააფორმოს ამიდუ სალიფუსთან. 
განელმა ფეხბურთელმა ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო "ვიჩენცაში” ასპარეზობით. აქამდე ითვლებოდა, რომ მისი გადაბირების ყველაზე კაი შანსები "იუვენტუსსა” და "ჯენოას" გააჩნდათ. თუმცა როგორც "La Gazzetta dello Sport”-ის ჟურნალისტები იტყობინებიან იგი იანვრიდან მილანურ კლუბში გადაბარგდება.
|