შაბათი, 21.06.2025, 00:45
დავამარცხოთ ტოტალიზატორი
 
ჰიმნი

საიტის მენიუ

ჩემპიონი


მინი-ჩეთი

Sneijder Wesley


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 22 » ნერააძურის კოშმარი გრძელდება
13:48
ნერააძურის კოშმარი გრძელდება

იტალიის ჩემპიონმა, ინტერმა, ვერონაში კიევოსთანაც შეძლო და დამარცხდა.ნერააძურის კოშმარი გრძელდება – დერბიში მარცხსა და ლეჩესთან, ბრეშიასთან ფრეს, მილანელებმა კიევოსთან მარცხიც მოაყოლეს. მართალია უამრავი ტრავმირებული ჰყავს გუნდს, თუმცა მასიმო მორატის კიდევ ერთხელ მოუწევს კარგად დაფიქრება, სანამ პრესასთან განაცხადებს, რომ ბოლომდე ენდობა ესპანელს.



კიევოსთან მატჩამდე ინტერმა კიდევ სამი ფეხბურთელი დაკარგა: კრისტიან კივუ, ფელიპე კოუტინიო და დიეგო მილიტო. რუმინელი მცველი ხავიერ ძანეტიმ ჩაანაცვლა, ხოლო მარჯვნივ სანტონი გამოვიდა. ბენიტესმა არ გარისკა და მატერაცი არ ათამაშა. მის ნაცვლად მოედანზე ივან კორდობა გამოვიდა. ძირითადს დაუბრუნდა ესტებან კამბიასო, ხოლო სათადარიგო სკამზე ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ როგორებიც არიან ნატალინო, ნვოკვო და ალიბეკი. რაც შეეხება კიევოს, შემადგენლობასთან პრობლემა ვერონელებს არ ჰქონიათ. გუნდს დისკვალიფიკაცირებული კევინ კონსტანი და ბოშტიან ცესარი დაუბრუნდნენ. რაც მთავარია გუნდს როგორც იქნა დაუბრუნდა სერჟიო პელისე.

პირველი მომენტი სტუმართა კართან მატჩის მეხუთე წუთზე შეიქმნა, როცა კიევოელმა სირილ ტერომ ფლანგიდან შეუტია და შორეულ ცხრიანში სცადა ბურთის გადაგზავნა. ამ ეპიზოდში ლუკა კასტელაცი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. საპასუხოდ ეტოო – პანდევის დუეტმა შეუტია და მაკედონიელის დარტყმა ძელმა მოიგერია.

ბურთის ფლობას დიდი ნუგეში ინტერისთვის არ მოუტანია. შორიდან ურტყავდა დეიან სტანკოვიჩი, თუმცა ბურთი მიზანს მუდმივად სცდებოდა. ვერც ფლანგებზე ჰქონდათ "შავ-ლურჯებს” გამართული სიტუაცია. დევიდე სანტონი მაიკონის თამაშთან ახლოსაც ვერ მივიდა, შეიძლება ცუდ ფორმაში მყოფ მაიკონსაც კი ეჯობა იტალიელი ახალგაზრდასთვის. სწორედ დევიდემ წააგო პელისესთან ბრძოლა და ამ უკანასკნელმაც ინტერის კარში გოლის გატანა შეძლო. ეს ყველაფერი კი 29-ე წუთზე მოხდა.

რამდენიმე წუთში კიევოს ანგარიშის ორამდე გაზრდაც შეეძლო, თუმცა ლუსიომ კარგად ითამაშა და სიტუაციაც განიმუხტა. ამის შემდეგ იყო მომენტი, რომელიც მსაჯთა ბრიგადას შეუმჩნეველი დარჩა. სავარაუდოა, რომ ეს ფაქტი არ დარჩება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყურადღების გარეშე. კერძოდ კი, სამუელ ეტოოს ნერვებმა უმტყუნა და თავი ცესარს მკერდში ჩაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ კამერუნელს მომენტამდე რამდენჯერმე იჭერდნენ, ეს მას არ ამართლებს და იგი გაგდებას იმსახურებდა.

მეორე ტაიმში ინტერი შეტევაში წავიდა და კიევოს კონტრ-შეტევებზე თამაშის საშუალება მიეცათ. სწორედ ამის გამო მასპინძლებს რამდენჯერმე შეეძლოთ ჩემპიონების დასჯა. მარტო ფერნანდესის მომენტი რად ღირს! კასტელაცის უხეიროდ მოგერიებულ ბურთს შვეიცარიელმა ფეხი უხეიროდ დაარტყა და ბურთი კარს რამდენიმე მეტრით ასცდა.

ბენიტესმა მოედანზე პრიმავერელი ალიბეკი და ნვონკვო შემოიყვანა. კიევოელებმა საპასუხოდ პელისე შეცვალეს დავიდე მოსკარდელით. თავდამსხმელი საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში და სულ მალე იხილა დამსწრე საზოგადოებამ მისი სახელი ტაბლოზე. მან გოლი მატჩის 82-ე წუთზე გაიტანა.

ინტერმა მაინც შეძლო ერთი საპასუხო გოლის გატანა. იგი ეტოომ მატჩის ძირითად დროს დამატებულ მეორე წუთზე გაიტანა. ფლანგიდან გარღვევასა და სამი ოპონენტის მოტყუებას კარის ბადეში გახვეული ბურთი მოაყოლა კამერუნელმა და ანგარიშიც საბოლოოდ 2-1 დაფიქსირდა.

ამრიგად, ინტერი მილანს უკვე ცხრა ქულით ჩამორჩება. მატჩის დაწყებამდე ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ბენიტესი წაგების შემთხვევაშიც დარჩებოდა გუნდში. თითქოს გამოიცნო "შავ-ლურჯთა” პრეზიდენტმაო… თუმცა სავარაუდოა, რომ ტვეენტესთან განცდილ კრახს ესპანელი სპეციალისტის პოსტიც გადაყვეს…

კიევო - ინტერი 2:1

გოლები: პელისე, 29, მოსკარდელი, 82 – ეტოო, 90+2

კიევო: სორენტინო, ფრეი, ანდრეოლი, ცესარი, მანტოვანი,ფერნანდესი , რიგონი, მარკოლინი (გუანა, 65), კონსტანი (ბოლიასინო, 86) პელისე, (მოსკარდელი, 68), ტერო

ინტერი: კასტელაცი, სანტონი, კორდობა, ლუსიო, ძანეტი, კამბიასო (ნვანკვო, 55), სტანკოვიჩი (მანსინი, 87), ბიაბიანი (ალიბეკი, 68), სნეიდერი , პანდევი, ეტოო

გაფრთხილება: ტერო, ფერნანდესი, რიგონი – კორდობა, სტანკოვიჩი

ნანახია: 570 | დაამატა: gigu7a | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 gigu7a  
0
:Q :Q :Q

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჰიმნი

w


შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

ჩემპიონთა ლიგა 3


ფორმა

ლინკები
inter.it
lequipe.fr
gazzetta.it
marca.com
www.figc.it
bari91.com
www.as.com
bundesliga.de
sportsaim.com
soccerway.com
sportinglife.com
interpersempre.com
translate.google.com
Gigusha.wen.ru

რეკლამა

სექსი

w


TAGS
2012 pes PES 2012 motociklet fokus how naruchnikebi tokvi giga ინტერ snaigė Sneider champions league მე_3 ტური hulk porto Brazilia interes moutinio transfer coutinio intera Sandro Galli pandev ranieri skudeto gogo saraeva Viktoria eto'o wesliy cievo Claudio არასდროს სნეიდერი chievo motta მე_8 ტური Zanetti მე_8 მიმოხილვა 1-1 მე_9 ტური siti militi xame Julio Juve masimo გაცხარება duglas lazareti diego milito samueli cambiaso INTER MILAN by: intera Zaneti GooL Sneijder esteban cambiaso tedoradze inter 2-1 lille interi lili სერია A anji რეკორდი ძანეტი გადაიდო esteban cambiasso vesly sneijder diego militoo wasvla shectomebi შეცტომები zarate coutinioo tedoradzee sneijder by: intera Wesli Sneijder By: intera Sneider BY By: Tedoradze brazil. diego forlan SNEIDER By: intera ETOO By: INTERA Sneijder BY: tedoradze CAMBIASSO BY: TEDORADZE milan SNEIJDER BY: GIGA TEDO Davit Suazo MAICON BY: TEDORADZE uzlieresi goli cambiaso by: inter Samuel eto'o Zanetti By: Tedoradze Eto'o By: Tedoradze Cambiasso By: interaa Zanetti Milito By: Tedoradze forma baloteli უესლი nagatomo ჯენოა - ინტერი 0:1 ჯენოა 0:1 კალაძე kenwiskra მე–15 ტური deshami moratti მე-16 ტური chivu ათასჯერ პრობლემა ronaldo spaleti transferi კრასიჩი მოტა სარატე და სნეიდერი ფორლანი ვილია 5:0 ინტერი-პარმა 5:0 ძანეტ დიდი შოუ მზად Milan Inter 0-4 best goals derbia ჯონათანი მილანი - ინტერი გადამწყვეტი stancovic პსჟ-მაიკონი madonina2012 მილანი-ინტერი 0:1 25 მილიონ მატერაცი ინტერი vs ჯენოა მაიკონს ახალი მოტა პსჟ-ში? გეგმებზე ინტერი მეოთხეა inter 2-1 lacio ფორლანი კმაყოფილია Juan Jesus სარატე იჯარით Napol 2-0 inter დრაქსლერი 8მილიონი ეცოტავა ოლიმპიადა? მიგელ ველოზუ Claudioo რევოლუცია სატრანსფერო ფანჯარა 4-4 სამმატჩიანი figu ეტო’ოს ზენიტს უარი სამუელი განიკურნა inter best goal Fred guarin giga tedoradze 0-7 inter 0-7 maicon მაიკონი diego hd player etoy forlan 2-1 catania მე_7 cambiasso lili snaijder Real sport maurinio nacional B ჯგუფი 0-1 video

Copyright MyCorp © 2025