მინალის ინტერნაციონალეს პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ტვენტესთან ნერაძურის გამარჯვებაზე ისაუბრა. 
როგორც იცით, ჰოლანდიელებთან აღებული სამი ქულა აუცილებელი იყო ინტერის ჯგუფიდან გასვლისა და ბენიტესის კლუბში დარჩენისთვის.
"იმედია ეს გამარჯვება ინტერისთვს დიდი მოსახვევი იქნება. გულშემატკივარი ამას ელოდება და მჯერა, რომ ჩემი გუნდი ამას მოახერხებს.
ყველაფერი კი მოტივაციაზეა დამოკიდებული. გუშინ ბენიტესი მშვიდად იყო და თამაშს აკონტროლებდა”-განაცხადა მორატიმ.
|