მილანის "ინტერის” ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო წუხილს გამოთქვამს "ნერიაძურის” არასახარბიელო მდგომარეობის გამო. როდესაც ჟოზემ "კიევოს” წინააღმდეგ მატჩში "ინტერის” მორიგი მარცხის შესახებ გაიგო, გაკვირვებულმა განაცხადა: 
"როგორ? რაფამ ისევ წააგო? წარმოუდგენელია. სატურნირო ცხრილის ლიდერს ახლა უკვე 9 ქულით ჩამორჩებიან. რასაკვირველია, "ინტერი” სრულიად განსხვავებულია ინგლისური ფეხბურთისგან”, მაურინიომ ამით ბენიტესის გამართლება სცადა.
აქვე, პორტუგალიელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნისლიან ალბიონზე დაბრუნდება:
"როდესაც ესპანეთში მუშაობას დავასრულებ, მინდა ინგლისში დავბრუნდე, თუმცა "რეალში” კონტრაქტის ბოლომდე ვიქნები”.
|