"ინტერის" მცველმა მარკო მატერაციმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკანალ Mediaset Premium, გთავაზობთ ამ ინტერვიუს საინტერესო ნაწყვეტებს. "ეს სიმართლეა მე ახლოს ვიყავი 2005/2006 წლების სეზონში მილანში გადასვლასთან. რობერტო მანჩინის სურდა რომ გუნდი დამეტოვებინა. ასევე ჩემით მაშინ 'ვილიარეალიც" იყო დაინტერესებული. მაშინ ჩემი მთავარი მიზანი იყო მსოფლიო ჩემპიონატი, და მე არ მრცხვენია ვაღიარო რომ ახლოს ვიყავი მილანში გადასვლასთან. 
მე ზიდანს შევხდი მილანში როდესაც ის პარკირებას აკეთებდა თავისი მანქანის, მან მანქანა ჩემ მანქნის გვერდზე გააჩერა, მე ვიხელთე მომენტით და მივედი და გავესაუბრე ეს საუბარი ჩვენს შორის დარჩება. ვიტყვი ასე მე უფრო მეტი ვილაპარაკე ვიდრე მან. მან საუბრის მერე გამომიწოდა ხელი, მე მას ჩამოვართვი და მანამ არ გავუშვი სანამ თვალებში არ შემომხედა. ზუსტად ეს მინდოდა. მე კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ არ ვიცი თუ რა გრძნობა ქონდა მას ამ მომენტში.
რაც შეეხება ბალოტელისთან ინციდენტს, მას ჩემგან ბუცი და მუშტი მოხვდა, მაგრამ როდესაც ის სავამტყოფოშ იწვა მე მას მთელი ღამე ვადექი და საჭმელიც კი მიმქონდა მისთვის.
რაც შეეხება იბრაგიმოვიჩს, სიმართლე მდგომარებს შემდეგში, ინტერმა მას მადლობა უნდა გადაუხადოს. ის რომ მაშინ ბარსელონაში არ ყოფილიყო, შეძლება ინტერი ვერ გასულიყო ფინალში და ვერ მოეგო ჩემპიონთა ლიგა."
|