მანჩესტერ სიტის იტალიელი მწვრთნელის რობერტო მანჩინის განცხადებით ინტერმა შეცდომა დაუშვა როდესაც მარიო ბალოტელი გაყიდა. 
"ბალოტელის შეუძლია გახდეს საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი, მე რომ ინტერის თავკაცი ვყოფილიყავი მარიოს სიტიში არ გავუშვებდი!”- აცხადებს მანჩინი პრესასთან ინტერვიუში.
მოგეხსენებათ მარიო ბალოტელი ასე თუ ისე კონფლიკტურ პიროვნებათ ითვლება, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მასსა და მანჩინის შორის იდეალური დამოკიდებულებაა…
"მე ძალიან მიყვარს მარიო და არასდროს ვბრაზდები მასზე. რათქმაუნდა იგი ახალგაზრდაა და მოდის ბევრი შეცდომა, მაგრამ მას უნდა გავუგოთ” – დაამატა რობერტომ.
|