ინტერის ფეხბურთელები თვლიან, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის ისტორიულია.ბრაზილიელმა მცველმა, დუგლას მაიკონმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: 
"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ისტორიული მომენტია, როგორც კლუბისთვის ასევე ფეხბურთელთათვის. უნიკალური შანსია ნებისმიერის კარიერაში უკვდავყოს საკუთარი სახელი.”
"ინტერმა აქ ყოფნა ნამდვილად დაიმსახურა. 2010 წლის დასრულება საფინალო გამარჯვებით გვსურს.”
"რაც შემეხება მე… ვცდილობ ფორმა აღვიდგინო. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ვარჯიშსაც მთელი გულით ვეკიდები. ასე რომ მალე დავბრუნდები ჩვეული სტილით.”
|