"ოქროს ბურთის” მოპოვების სამი კანდიდატიდან სამივე "ბარსელონას” ფეხბურთელია: ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი და ხავი ერნანდესი. 
ბევრის გასაკვირად, ჰოლანდიელი უესლი სნეიდერი სამ ნომინატს შორის ვერ მოხვდა. ამ ფაქტს ხავი გამოეხმაურა.
"ვიცი, რომ იტალიაში ყველა აღშფოთებულია, რადგან სნეიდერი პრეტენდენტებს შორის არ არის. მე მათ ვეთანხმები. სნეიდერმა უფრო მეტი დაიმსახურა. ჰოლანდიელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ჰოლანდიის ნაკრები კი ფინალამდე გავიდა”, – განაცხადა ხავიმ.
|