მილანის ინტერნაციონალეს ბრაზილიელი ტალანტი ფილიპე კოუტინიო გუშინდელ ვარჯიშზე დაშავდა. 
მან მარჯვენა ფეხი იტკინა. როგორც ცონობილია ფეხბურთელს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა. თუმცა, გამოჯანმრთელების ვადები ჯერ–ჯერობით არ სახელდება. სავარაუდოდ ინფორმაცია არც თუ ისე სასიხარულო იქნება.
ფილიპეს ლაზარეთში ყოფნა ერთი ან ორი თვე მოუწევს. ეს კი იმას ნიშნავს წელს მას მოედანზე ვეღარ ვიხილავთ. ასე რომ, დიდი ბრაზილიელი ტალანტი თავისი გუნდის თამაშებს მხოლოდ ტრიბუნიდან უგულშემატკივრებს.
|