მილანური კლუბი წინააღმდეგია კოუტინიოს ოლიმპიურ ნაკრებში თამაშის 
როგორც ცნობილია "ინტერის” ბრაზილიელი ვუნდერკინდი მოედანზე მომავალ წლამდე ვერ გამოვა ტრამვის გამო, თუმცა მასთან დაკავშირებით უკვე დიდი უთანხმოებაა დაწყებული.
საქმე იმაშია, რომ იანვარში ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრები აპირებს საკვალიფიკაციო თამაშზე კოუტინიოს გამოძახებას და მოედანზე გაშვებას შესაბამისად.
მილანურ კლუბს ეს არ აწყობს, რადგან ნერვიულობს კაუტინიოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით . ბრაზილიელები კი თავის მხრივ თვლიან , რომ იანვარში 18 წლის ინტერელი უპრობლემოდ შეძლებს ასპარეზობას გართულებების გარეშე.
|