კატალონიური ბარსელონას მთავარი მწვრთნელი როგორც იქნა განთავისუფლდა იმ სტერეოტიპიდან რომელიც ასე ჟღერს: "ბარსასთან ერთად ნებისმიერ მწვრთნელს შეუძლია ტიტულის მოგებაო”. 
როგორც ჩანს ნერაძური წინააღმდეგი არაა თავისი სათამაშო ტაქტიკა შეცვალოს და თავის რიგებში გვარდიოლას მოწვევას აპირებს.
ესპანელი სპეციალისტით ინტერი ჯერ კიდევ ზაფხულში დაინტერესდა როდესაც ცნობილი გახდა, რომ მოურინიო მადრიდის რეალსი გადაბარგებასა პირებდა.
მაგრამ მაშინ გვარდიოლაზე ახლოს რაფა ბენიტესის კანდიდატურა აღმოჩნდა.
ახლა კი, როდესაც იტალიელებს არც ისე უმართლებთ მწვრთნელის შეცვლა კვლავ მოინდომეს. თუმცა ამჯერად მათ კონკურენტიც გამოუჩნათ.
გვარდიოლას გადმობირებას ლონდონის ჩელსიც გეგმავს რომლის მთავარი მწვრთნელიც ბოლო ხანებში ჩვენს გაოცებას ნამდვილად ახერხებს.
|