აწ, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მილანის ინტერს მისი მოსისხლე მტრის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ბრაზილიელი ლეონარდო უთავკაცებს.ინფორმაცია ინტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა: 
"41 წლის სპეციალისტი გუნდის გაწვრთნას 29 დეკემბრიდან შეუდგება, როცა კლუბი ვარჯიშს გამართავს აპიანო ჯენტილეზე. ლეონარდომ ინტერთან კონტრაქტი 2012 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. პრეზენტაცია უახლოეს დღეებში შედგება.”
"ინტერი ლეონარდოს ყველაფერს კარგს და საუკეთესოს უსურვებს. გვინდა ჩვენს გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნდეს.”
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მილანს 2009-10 წლის სეზონში წვრთინდა, სადაც გუნდმა სერია ა-ში მესამე ადგილი მოიპოვა. თუმცა სეზონის ბოლოს მისსა და სილვიო ბერლუსკონის მოსაზრებებს შორის სხვაობის გამო გუნდისა და მწვრთნელის გზები გაიყო.
ვნახოთ, რას მოუტანს ეს გარიგება იტალიურ გიგანტს.
|