მილანის "ინტერის” ერთ-ერთი სიმბოლო მარკო მატერაცი შეიძლება აღმოჩნდეს ძირითად შემადგენლობაში დელა მადონინაში,რომელიც კვირას გაიმართება. 
Football Italia-ს აზრით, 37 წლის ცენტრალური მცველი დაიკავებს ვალტერ სამუელის ადგილს, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო "ბრეშა”-ს წინააღმდეგ თამაშისას. ბენიტესი აპირებს დაცვა ანდოს მატერაცი-კორდობას დუეტს, დუეტს რომელსაც თავის დროზე რამდენიმე ათეული მატჩი აქვთ ჩატარებული ერთად. თუ ეს ვარაუდი გამართლდება, მაშინ ხავიერ ძანეტი და დეიან სტანკოვიჩი იქნებიან საყრდენი ნახევარმცველები, მათ წინ ითამაშებს უესლი სნეიდერი, რომელმაც თავის მხვრივ პასებით უნდა მოამარაგოს სამუელ ეტოო და დიეგო მილიტო.
|