პორტუგალიური გამოცემა A Bola იტყობინება, რომ იტალიური ინტერი პორტუგალიის მესამე დივიზიონის გუნდიდან ლოულეტანოდან 18 წლის შემტევს ჟოაო რეისს იყიდის.ჟოაოს ლუიშ ფიგუ დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც მასზე "ნადირობა” პორტუგალიურმა გიგანტებმა დაიწყეს. დაკავშირების შემდეგ ინტერი რათქმაუნდა ყველაზე სასურველი კანდიდატი გახდა. 
სკაუტების დაკვირვების შემდეგ, შავ-ლურჯთა ხელმძღვანელობა გაოცებული დარჩა. ასე რომ იანვარში ჟოაო რეისი ინტერის რიგებში იქნება.
აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ ინტერი კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხშაბათს ჩაატარებს პირველ მატჩს სეონამ ილჰავასთან.
|