ლივერპულის მარჯვენა მცველი,გლენ ჯონსონი ამბობს რომ მას ზამთარში ინტერში გადასვლა სურს.”ნერაძურის” მწვრთნელს გადაწყვეტილი აქვს გლენით ინტერის დაცვა გააძლიეროს. 
ინგლისელს მცველს ლივერპულის დატოვება მას შემდეგ მოუნდა , რაც ბოსმა იგი საჯაროდ გააკრიტიკა.
ჯონსონმა იცის რომ მისით არაერთი გუნდია დაინტერესებული და ზამთრის ფანჯრის გამოყენებას აპირებს.მისით ასევე ტოტენჰემია დაინტერესებული თუმცა მისი მოთხოვნები არ მოსწონთ.გლენი კვირაში 90.000 ფუნტს ითხოვს.
შეგახსენებთ რომ ჯონსონი ლივერპულში 2009 წელს პორტსმუთიდან გადმოვიდა 18 მილიონ ევროდ სწორედ რაფა ბენიტესის მწვრთნელობისას, რომელიც მას თავის ამჟამინდელ კლუბში ეპატიჟება.
|