მილანის "ინტერის” თავდამსხმელი სამუელ ეტოო ზინედინ ზიდანის ცნობილი არასპორტული თავურის მსგავსი საქციელის გამეორების გამო 3–მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 
"კიევო” – "ინტერის” (2–1) მატჩში კამერუნელმა ბოშტიან ცესარს მკერდში "ურქინა”. ეს მომენტი მსაჯისთვის შეუმჩნეველი აღმოჩნდა, თუმცა სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე ეტოოს დასჯა მაინც გადაწყვიტეს. კამერუნელს ჯარიმად 3–მატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად 30 000 ევროს გადახდაც მოუწევს. ასე რომ, ეტოოსთვის 2010 წელს სერია A დასრულებულია, რადგან დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ, დეკემბერში ჩასატარებელი მატჩი "ფიორენტინას” წინააღმდეგ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო გადადებულია.
|