"ინტერის" მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე–4 მატჩში "ტოტენჰემთან" მარცხის შემდეგ აღიარა, რომ მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა. 
"ტოტენჰემის" ფეხბურთელები თავს თავისუფლად გრძნობდნენ და ბევრ სახიფათო მომენტსაც ქმნიდნენ. რათქმაუნდა გარეტ ბეილის შეჩერება ადვილი არაა, მაგრამ უფრო მჭიდროდ უნდა გვემოქმედა და არ მიგვეცა წინ გაჭრის საშუალება.მაიკონი ცუდად არ მოქმედებდა შეტევაში,მაგრამ აშკარად გაუჭირდა ბეილთან დაცვაში.ვიცით,რომ დღეს ცუდად ვითამაშეთ.მილანში დაბრუნების შემდეგ კი უამრავი სამუშაო გველოდება წინ.
ადვილი არ იყო ასეთ სტადიონზე გულშემატკივართა ასეთი მხარდაჭერის პირისპირ თამაში. "ტოტენჰემმა" ძალიან მაღალი ტემპი შემოგვთავაზა, მათ ძალიან სურდათ ევროპის ჩემპიონების დამარცხება ამ თამაშში გვაკლდნენ ისეთი შემსრულებლები როგორებიც ტიაგო მოტა, ესტებან კამბიასო და დეიან სტანკოვიჩი არიან. ასევე გამოგვაკლდა მუნტარი. დღეს შეგვეძლო ჯგუფიდან გასვლის საკითხი გადაგვეწყვიტა, მაგრამ ეს ერთი ტურით გადავდეთ."
ავტორი: გიგა თედორაძე
|