ახლა უკვე ოფიციალურადაც დადასტურდა, რომ ინტერი და რაფა ბენიტესი "გაიყარნენ”.იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება: 
"საფეხბურთო კლუბმა ინტერნაციონალემ და რაფაელ ბენიტესმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ კონტრაქტი ვადაზე ადრე შეწყდეს. გუნდი მადლობას უხდის ბენიტესს გაწეული სამუშაოსთვის და მოპოვებული თასებისთვის.”
გუნდი ჯერჯერობით არ იტყობინება, თუ ვინ იქნება ესპანელი სპეციალისტის შემცვლელი. რაც შეეხება ბენიტესს,იგი 3 მილიონ ევრომდე მიიღებს კონტრაქტის ასეთი სახით შეწყვეტის გამო.
არსებობს ჭორები, რომ ინტერის ახალი თავკაცი ყოფილი როსონერი ლეონარდო იქნება.
|