მილანის ინტერნაციონალეს მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ნერაძურისთვის ახალი მებრძოლი სულის ჩანერგვას ცდილობს და თვლის, რომ ეს მილანთან გამარჯვებით უნდა დაიწყოს. 
"დაივიწყეთ მოურინიო, მანჩინი და ჩემამდე მომუშავე ყველა სპეციალისტი. ეს ახალი გუნდია, ძლიერი გუნდი. ჩვენ ამას დავამტკიცებთ.
კამბიასო უკვე სრულ მზადყოფნაშია. სნეიდერი მთელი კვირაა ვარჯიშობდა და მგონია, რომ ორივე მზადაა ჩვენს დასახმარებლად”–განაცხადა ბენიტესმა.
|