მილანის ინტერის ყოფილი მცველი მარკო მატერაცი აცხადებს, რომ მისი გუნდი აუცილებლად უნდა ჩაერთოს ბრაზილიელი პატოს ტრანსფერის ამბებში და ეცადოს მის გადმობირებას.
სერია A-ს მე-18 ტურის უდავოდ ცენტრალურ შეხვედრას, მილანურ დერბის ორივე გუნდი ერთნაირი განზრახვით შეხვდა - როგორც „მილანს", ასევე „ინტერს" აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა. მოგების შემთხვევაში, მოქმედი ჩემპიონი ერთპიროვნულად გალიდერდებოდა და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნების საშუალებას არ მისცემდა. რაც შეეხება „ინტერს", ზედიზედ მე-5 მოგების შემდეგ, „ნერაძურის" სკუდეტოსთვის ბრძოლის იმედი გაუჩდა და „მადონინაში" მარცხი რანიერის გუნდის საჩემპიონო ამბიციებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა.
მილანის "ინტერს” ვეტერანი ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი 2 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. Sportmediaset-ის ცნობით, სერბმა პრობლემური მყესების საბოლოო მკურნალობა და საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა გადაწყვიტა.