შაბათი, 18.05.2024, 17:43
დავამარცხოთ ტოტალიზატორი
 
ჰიმნი

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
სიახლე [98]
ტოტო [0]
ერთად დავამარცხოთ ტოტალიზატორი
იტალია [0]
მადონინა [4]
ბიოგრაფიები [9]
ვიდეო საცავი [14]
სრული მატჩები [9]
PES Goals [40]

ჩემპიონი


მინი-ჩეთი

Sneijder Wesley


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » ფაილები » მადონინა

მილანი-ინტერი 0:1 (0:0)
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (48.8 Kb) ] 16.01.2012, 13:01

სერია A-ს მე-18 ტურის უდავოდ ცენტრალურ შეხვედრას, მილანურ დერბის ორივე გუნდი ერთნაირი განზრახვით შეხვდა - როგორც „მილანს", ასევე „ინტერს" აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა. მოგების შემთხვევაში, მოქმედი ჩემპიონი ერთპიროვნულად გალიდერდებოდა და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნების საშუალებას არ მისცემდა. რაც შეეხება „ინტერს", ზედიზედ მე-5 მოგების შემდეგ, „ნერაძურის" სკუდეტოსთვის ბრძოლის იმედი გაუჩდა და „მადონინაში" მარცხი რანიერის გუნდის საჩემპიონო ამბიციებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა



2012 წლის პირველი მილანური დერბის პირველი ტაიმი მეორეზე საინტერესო გამოდგა. თამაში მხოლოდ 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან მაიკონის ჩაწოდების შემდეგ, ეფექტური ნახტომით, ტიაგო მოტამ ბურთს ადგილი აბიატის კარში მიუჩინა, მაგრამ არბიტრმა გოლი თამაშგარეს დაფიქსირების გამო გააუქმა. გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ „ინტერის" 2 ფეხბურთელი თამაშგარეში მართლაც იყო, მაგრამ არა ტიაგო მოტა. ამ ეპიზოდის შემდეგ, უპირატესობას ნომინალური მასპინძლები დაეუფლნენ. „მილანმა" პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც პენალტის ნიშნულთან მყოფ პატოს დარტყმაში ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბრაზილიელმა ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. მე-20 წუთზე, უკვე ბოატენგმა დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ მანაც არაზუსტად. მიუხედავად პირველ ტაიმში „მილანის" უპირატესობისა, შესვენებამდე ყველაზე სახიფათო მომენტი მაინც „ინტერის" ფეხბურთელებმა შექმნეს. მე-40 წუთზე, „როსონერის" მცველების შეცდომის წყალობით, რიკი ალვარესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ არგენტინელმა ნახევარმცველმა აბიატის ვერ აჯობა. ტაიმის ბოლო სახიფათო მომენტი „მილანმა" შექმნა. 45-ე წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზიდან ვან ბომელის დარტყმა „ინტერის" კარის ხარიხამ მოიგერია, ხოლო დამატებაზე მოთამაშე ემანუელსონს სეზარმა აჯობა.
მე-2 ტაიმის პირველი სახიფათო მომენტიც „ინტერმა" შექმნა და ამჯერად, არბიტრმა „ნერაძურის" გატანილი გოლი ჩაუთვალა. 54-ე წუთზე, ნომინალურ სტუმართა კონტრშეტევის დროს, მარჯვენა ფლანგიდან ძანეტის მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ, აბატეს ბურთზე თამაში მართებდა, მაგრამ „მილანის" მარჯვენა მცველმა უხეში შეცდომა დაუშვა, რისი წყალობითაც, მილიტო აბიატისთან პირისპირ გავიდა და ანგარიშიც გაიხსნა.
გოლიდან დაახლოებით ექვს წუთში, ნაგატომო ცდილობდა შორეული დარტყმით გატანას, მაგრამ იაპონელ მარცხენა მცველს მიზანმა მცირედით უმტყუნა.
რაც დრო გადიოდა, „მილანი" მეტოქის კარზე ზეწოლას აძლიერებდა, მაგრამ 83-ე წუთამდე, საქმე რეალურად სახიფათო მომენტებამდე არ მიდიოდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, ზეედორფმა დაახლოებით 35 მეტრიდან სცადა გატანა და ბურთის მოსაგერიებლად ჟულიო სეზარს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა დასჭირდა. ორ წუთში, ბრაზილიელმა კიპერმა უკვე რობინიოს აუღო ახლო მანძილიდან და ვინაიდან ეს შეხვედრის ბოლო სახიფათო მომენტი გამოდგა, „ინტერმა" 3 ქულა მოიპოვა და ლიდერებთან სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა.
ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მილანურ დერბიში რომელიმე გუნდი რამდენიმე წარმატებულ თამაშს გადააბამს ხოლმე. აქამდე, ბოლო 3 „მადონინა" „მილანს" ჰქონდა მოგებული და თუ ამ გუნდების დაპირისპირების ტენდენციას გავითვალისწინებთ, ახლა „ინტერის" ჯერი დადგა.


მილანი-ინტერი 0:1 (0:0)

მილანი, "ჯუზეპე მეაცა 80000

მილანი (4-3-1-2): აბიატი, აბატე, ნესტა, სილვა, ძამბროტა (რობინიო 66), ბოატენგი, ვან ბომელი, ნოჩერინო (ზეედორფი 80), ემანუელსონი, პატო (ელ შაარავი 83), იბრაჰიმოვიჩი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

ინტერი (4-4-2): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო, ძანეტი, მოტა, კამბიასო, ალვარესი (კივუ 67), მილიტო (სნეიდერი 76), პაცინი (ფორლანი 90).

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.

გოლი: 0:1 მილიტო (54).

გაფრთხილებები: ბოატენგი 65, ნესტა 68, ელ შაარავი 90+1 - მოტა 89.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 64%-36%დარტყმა: 12 (5)-9 (4)კუთხური: 10-2თამაშგარე: 2-1სეივი: 3-4,ჯარიმა: 16-7.

კატეგორია: მადონინა | დაამატა: gigu7a | ტეგები: madonina2012
ნანახია: 669 | რამოტვირთვები: 95 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 gigu7a  
0
%)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჰიმნი

w


შესვლის ფორმა

ძებნა

ჩემპიონთა ლიგა 3


ფორმა

ლინკები
inter.it
lequipe.fr
gazzetta.it
marca.com
www.figc.it
bari91.com
www.as.com
bundesliga.de
sportsaim.com
soccerway.com
sportinglife.com
interpersempre.com
translate.google.com
Gigusha.wen.ru

რეკლამა

სექსი

w


TAGS
2012 pes PES 2012 motociklet fokus how naruchnikebi tokvi giga ინტერ snaigė Sneider champions league მე_3 ტური hulk porto Brazilia interes moutinio transfer coutinio intera Inter pandev ranieri skudeto gogo saraeva Viktoria eto'o wesliy cievo Claudio არასდროს სნეიდერი chievo motta მე_8 ტური Zanetti მე_8 მიმოხილვა 1-1 მე_9 ტური siti militi xame Julio Juve masimo გაცხარება duglas lazareti diego milito samueli cambiaso INTER MILAN by: intera Zaneti GooL Sneijder esteban cambiaso tedoradze inter 2-1 lille interi lili სერია A anji რეკორდი ძანეტი გადაიდო esteban cambiasso vesly sneijder diego militoo wasvla shectomebi შეცტომები zarate coutinioo tedoradzee sneijder by: intera Wesli Sneijder By: intera Sneider BY By: Tedoradze brazil. diego forlan SNEIDER By: intera ETOO By: INTERA Sneijder BY: tedoradze CAMBIASSO BY: TEDORADZE milan SNEIJDER BY: GIGA TEDO Davit Suazo MAICON BY: TEDORADZE uzlieresi goli cambiaso by: inter Samuel eto'o Zanetti By: Tedoradze Eto'o By: Tedoradze Cambiasso By: interaa Zanetti Milito By: Tedoradze forma baloteli უესლი nagatomo ჯენოა - ინტერი 0:1 ჯენოა 0:1 კალაძე kenwiskra მე–15 ტური deshami moratti მე-16 ტური chivu ათასჯერ პრობლემა ronaldo spaleti transferi კრასიჩი მოტა სარატე და სნეიდერი ფორლანი ვილია 5:0 ინტერი-პარმა 5:0 ძანეტ დიდი შოუ მზად Milan Inter 0-4 best goals derbia ჯონათანი მილანი - ინტერი გადამწყვეტი stancovic პსჟ-მაიკონი madonina2012 მილანი-ინტერი 0:1 25 მილიონ მატერაცი ინტერი vs ჯენოა მაიკონს ახალი მოტა პსჟ-ში? გეგმებზე ინტერი მეოთხეა inter 2-1 lacio ფორლანი კმაყოფილია Juan Jesus სარატე იჯარით Napol 2-0 inter დრაქსლერი 8მილიონი ეცოტავა ოლიმპიადა? მიგელ ველოზუ Claudioo რევოლუცია სატრანსფერო ფანჯარა 4-4 სამმატჩიანი figu ეტო’ოს ზენიტს უარი სამუელი განიკურნა inter best goal Fred guarin giga tedoradze 0-7 inter 0-7 maicon მაიკონი diego hd player etoy forlan 2-1 catania მე_7 cambiasso lili snaijder Real sport maurinio nacional B ჯგუფი 0-1 video

Copyright MyCorp © 2024