კვირა, 05.05.2024, 06:47
დავამარცხოთ ტოტალიზატორი
 
ჰიმნი

საიტის მენიუ

ჩემპიონი


მინი-ჩეთი

Sneijder Wesley


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

სერია A 2010წ
სერია ა – იტალიური ფეხბურთის ლიგის უმაღლესი დივიზიონი, ითვლება მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფეხბურთის ლიგად. ოფიციალური სპონსორი გახლავთ Telecom Italia Mobilee. აქედან მოდის სახელწოდება იტალიურად Nazionale Professionisti Serie A TIM.
ფორმატი
2004/05 წლებიდან სერია ა-ში მონაწილეობას იღებს 20 გუნდი. ყოველ სეზონში (აგვისტოდან მაისამდე) თითოეული კლუბი ერთმანეთთან ატარებს 2 მატჩს. ერთს საკუთარ არენაზე, მეორეს კი მეტოქისაზე. ასე რომ ერთ სეზონში ყველა კლუბი 38 მატჩს მართავს (19-ს პირველ წრეში, andata და 19-ს მეორე წრეში ritomo). შეხვედრების თანმიმდევრობა ყოველ წრეზე იდენტურია.
კლუბები მოგებაზე 3 ქულას, ხოლო ფრეზე 1 ქულას იღებენ. წაგებისთვის არც ერთი ქულა არ არის. თუ სეზონის ბოლოს კლუბებს ერთნაირი ქულები აღმოაჩნდათ, პირველ ადგილოსანი გამოირკვევა ბურთების შეფარდებით. ყოველი სეზონის ბოლოს გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა აღმოაჩნდება, ცხადდება გამარჯვებულად, ხოლო ლიგის ბოლო "სამეული” გადაინაცვლებს შედარებით დაბალ დივიზიონში "სერია ბ”-ში. "სერია ბ”-დან კი პირველი სამეული გადმოვა უმაღლეს დივიზიონში "სერია ა”-ში.
4 კლუბი, რომლებიც შესაბამისად პირველ ოთხ ადგილს დაიკავებენ, კვალიფიცირდებიან ჩემპიონთა ლიგაზე. აქედან სამი კლუბი პირდაპირ გადადის ჯგუფურ ეტაპში, ხოლო ერთი კლუბი თამაშობს პლეი-ოფს. 5-ე და 6-ე ადგილოსანი გუნდები შესაბამისად კვალიფიცირდებიან ევროპის ლიგაზე (ყოფილ უეფას თასზე). ევროპის ლიგის მესამე კანდიდატად კი "კოპა იტალიის” ანუ იტალიის თასის გამარჯვებული მოიაზრება, მაგრამ თუ თასის გამარჯვებული უკვე მონაწილეობას იღებს ევროპის ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ევროპის ლიგაზე გადის 7-ე ადგილოსანი კლუბი.
ისტორია
სერია ა თავის ახლანდელ ფორმატში სტარტს იღებს 1929 წლიდან. 1898 წლიდან 1929 წლამდე კი ყველა რეგიონს და პროვინციას ჰქონდა თავისი ჩემპიონატი. 1948/49 წლებში იტალიურმა "ტორინომ” უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე იმ ავიაკატასტროფის გამო, რომელმაც კლუბის დიდი ნაწილი იმსხვერპლა.
სერია ა-ს მეორენაირად სკუდეტოსაც ეძახიან. სერია ა-ს მოგება მოახერხეს ძირითადად შემდეგმა კლუბებმა: "იუვენტუსმა” 27-ჯერ (29-ჯერ თუ ჩავთვლით 2005 და 2006 წლებს მოგებულ ტიტულებს), მას მოსდევს "მილანი” 17-ჯერ მოგებული სკუდეტოთი, "ინტერი” 17-ჯერ და "ჯენოა” 9-ჯერ. ყოველ 10 გამარჯვებაზე კლუბები ფორმაზე თავისი ლოგოს ზემოთ თითო ვარსკვლავ ახატავენ. სწორედ ამის გამოა, რომ "იუვენტუსს” ლოგოზე 2 ვარსკვლავი, ხოლო მილანურ კლუბებს კი ერთი ვარსკვლავი აქვთ.
2006 წელს იტალიაში აგორდა სკანდალი "მოსყიდულ მატჩებზე”. სკანდალი შეეხო "იუვენტუსს”, "მილანს”, "ლაციოს” და "ფიორენტინას”. სამსაჯო კომიტეტმა "იუვენტუსს” ბოლო 2 მოგებული ტიტული ჩამოართვა, "მილანი” მოკვეთა ევროთასიდან და ასევე "ფიორენტინა”, "იუვენტუსი” და "ლაციო”-ს "სერია ბ”-ში გაგდება ემუქრებოდათ, მაგრამ გასაჩივრების შემდეგ "ფიორეს” და "ლაციოს” უფლება მისცეს ელიტურ დივიზიონში დარჩენის, მაგრამ "ბებერი სინიორა” სასჯელს ვერ გადაურჩა და თავი "სერია ბ”-ში ამოყო.
2007 წლის თებერვალში იტალიაში კიდევ ერთი სკანდალი აგორდა, როცა სიცილიურ დერბიში "პალერმო”-”კატანია” პოლიციელი ფილიპო რაკიტი მოკლეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ "სერია ა”-ს გათამაშება დროებით შეწყვიტა.
* – 1898/1929 წლებში იტალიის ჩემპიონატები იყო რეგიონალური. 1929 წლიდან დაიწყო სერია ა-ს გათამაშება.
** – 1928/45 წლებში "ინტერს” დაერქვა სახელი "ამბროზიანა ინტერ”
*** – 1945/46 წლებში სერია ა ჩატარდა ორ ჯგუფად, რომლის ორი გამარჯვებული შეხვდა ერთმანეთს ფინალურ ეტაპზე.
**** – 2004/05 და 2005/06 სეზონებში გაიმარჯვა იუვენტუსმა, მაგრამ 2006 წლის ივლისში ჩამოერთვა ეს ტიტულები. 2004/05 წელს გამარჯვებული არ გამოვლენილა, ხოლო 2005/06 წლებში გამარჯვებულად გამოავლინეს "ინტერი”.

გამარჯვებები რეგიონების მიხედვით

რეგიონი     ტიტულები                                    კლუბები

პიემონტი      43        იუვენტუსი(27), პრო ვერჩელი(7), ტორინო(7), კაზალე (1), ნავეზე (1)
ლომბარდია   34                               მილანი(17), ინტერი(18)
ლიგურია      10                               ჯენოა(9), სამპდორია (1)
რომანია        7                                           ბოლონია(7)
ლაციო          5                                      რომა(3), ლაციო(2)
კამპანია        2                                          ნაპოლი(2)
ტოსკანა        2                                         ფიორენტინა(2)
სარდინია      1                                          კალიარი(1)
ვენეტო         1                                            ვერონა(1)

ბომბარდირები

№ სახელი                     სეზონები    თამაშები   გოლები

1. სილვიო პიოლა            1929-54      537         274
2. გუნარ რონდალი          1949-59      291         225
3. ჟოზე ალტაფინი           1958-76      459         216
4. ჯუზეპე მეაცა              1927-47      367         216
5. რობერტო ბაჯო            1985-04      452         205
6. კურტ ჰამრინი             1956-71      400         190
7. ჯუზეპე სინიორი          1991-04     344         188
8. გაბრიელ ბატისტუტა    1991-03     318         184
9. ფრანჩესკო ტოტი         1993-დ.     420         184
10. ჯამპიერო ბონიპერტი  1946-61     444        178

საკლუბო რეკორდები

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩები – ინტერი, 75
ყველაზე მეტჯერ მოგებული ჩემპიონატი – იუვენტუსი, 27
ზედიზედ ყველაზე მეტჯერ მოგებული – 5, იუვენტუსი (1930-35) და ტორინო (1943-48)
ზედიზედ ყველაზე მეტჯერ მოგებული მატჩები – 17, ინტერი 2006/07; 11, რომა 2005/06; 10, იუვენტუსი 1931/32; 10, მილანი 1950/51 და 1989/90; 10, ბოლონია 1963/64
ყველაზე მეტჯერ მოგებული მატჩები – 1982, იუვენტუსი
ყველაზე მეტი გატანილი გოლები – 4852, იუვენტუსი (1.72 გოლი საშუალოდ)
ყველაზე მეტი გატანილი გოლები სეზონში – 125, ტორინო, 1947/48
ყველაზე ცოტა გატანილი გოლები სეზონში – 16, ბარი, 1969/70
ყველაზე მეტი გაშვებული გოლები სეზონში – 91, კაზალე, 1933/34
ყველაზე ცოტა გაშვებული გოლები სეზონში – 11, კალიარი, 1969/70
ყველაზე მეტი მოგება სეზონში – 30, ინტერი, 2006/07
ყველაზე ცოტა მოგება სეზონში – 1, ვარეზე, 1971/72 და კატანია 1983/84
ყველაზე მეტი ფრე სეზონში – 22, მანტოვი, 1966/67
ყველაზე ცოტა ფრე სეზონში – 1, ნაპოლი, 1930/31
ყველაზე მეტი წაგება სეზონში – 27, ვენეცია, 1949/50
ყველაზე ცოტა წაგება სეზონში – 0, პერუჯა 1978/79; მილანი, 1991/92
ყველაზე მეტი უცხოელი ერთი ქვეყნიდან იტალიურ კლუბში – 7, ინტერი ტრევიზოს წინააღმდეგ, 2006 წლის 18 იანვარი (ხულიო კრუსი, ნიკოლას ბურდისო, ხავიერ ძანეტი, ხუან სებასტიან ვერონი, ესტებან კამბიასო, კილი გონსალესი და ვალტერ სამუელი – ყველა არგენტინელი).

ჩატარებული მატჩები

ყველაზე ბევრი ჩატარებული მატჩი

1. პაოლო მალდინი 647 (1984—2009)
2. ჯანლუკა პალუკა 592 (1987—2007)
3. დინო ძოფი 570 (1961—1983)
4. პიეტრო ვორხოვოდი 562 (1980—2000)
5. რობერტო მანჩინი 541 (1981—2000)
6. სილვიო პიოლა 537 (1930—1954)
7. ენრიკო ალბერტოზი 532 (1959—1980)
8. ჯანი რივერა 527 (1959—1979)
9. ჯუზეპე ბერგომი 519 (1981—1999)
10. ჩირო ფერარა 500 (1985—2005)

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები

1. მარკო ბალოტა 44 წლის და 38 დღის (ბოლო მატჩი 11 მაისი, 2008, ლაციო)
2. ალბერტო ფონტანა 41 წლის და 297 დღის (ბოლო მატჩი 15 ნოემბერი, 2008, პალერმო, მოქმედი ფეხბურთელი)
3. დინო ძოფი 41 წლის და 76 დღის (ბოლო მატჩი 15 მაისი, 1983, იუვენტუსი)
4. ალესანდრო კოსტაკურტა 41 წლის და 25 დღის (ბოლო მატჩი 19 მაისი, 2007, მილანი)
5. პიეტრო ვერხოვოდი 41 წლის და 10 დღის (ბოლო მატჩი 16 აპრილი, 2000, პიაჩენცა)
6. პაოლო მალდინი 40 წლის და 339 წლის (ბოლო მატჩი 31 მაისი, 2009 წელი, მილანი)
7. სილვიო პიოლა 40 წლის და 159 დღის (ბოლო მატჩი 7 მარტი, 1954, ნოვარა)
8. ენრიკო ალბერტოზი 40 წლის და 100 დღის (ბოლო მატჩი 10 თებერვალი, 1980, მილანი)
9. ჯანლუკა პალუკა 40 წლის და 92 დღის (ბოლო მატჩი 18 თებერვალი 2007, ასკოლი)
10. ლუკა ბუჩი 40 წლის და 37 დღის (ბოლო მატჩი 19 აპრილი, 2009, ნაპოლი, მოქმედი ფეხბურთელი)

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები

1. ამადეო ამადეი, რომა, 15 წლის, 9 თვის და 6 დღის (2 მაისი, 1937)
2. ჯანი რივერა, ალესანდრია, 15 წლის, 9 თვის და 15 დღის (2 ივნისი, 1959)

ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი

1. ვალერი ბოჟინოვი, 15 წლის, 11 თვის და 7 დღის (22 იანვარი 2002)

სხვა რეკორდები

1. გოლების რაოდენობა ერთ მატჩში: 12, მილანი – ატალანტა, 1971/72 (9:3)
2. ყველაზე გრძელი "მშრალი” სერია: 929 წუთი, სებასტიანო როსი, მილანი

3. ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი: მე-10 წამი, ჯუზეპე ლორენცო, ბოლონია

                                                           

ავტორი: გიგა თედორაძე

ჰიმნი

w


შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

ჩემპიონთა ლიგა 3


ფორმა

ლინკები
inter.it
lequipe.fr
gazzetta.it
marca.com
www.figc.it
bari91.com
www.as.com
bundesliga.de
sportsaim.com
soccerway.com
sportinglife.com
interpersempre.com
translate.google.com
Gigusha.wen.ru

რეკლამა

სექსი

w


TAGS
2012 pes PES 2012 motociklet fokus how naruchnikebi tokvi giga ინტერ snaigė Sneider champions league მე_3 ტური hulk porto Brazilia interes moutinio transfer coutinio intera Inter pandev ranieri skudeto gogo saraeva Viktoria eto'o wesliy cievo Claudio არასდროს სნეიდერი chievo motta მე_8 ტური Zanetti მე_8 მიმოხილვა 1-1 მე_9 ტური siti militi xame Julio Juve masimo გაცხარება duglas lazareti diego milito samueli cambiaso INTER MILAN by: intera Zaneti GooL Sneijder esteban cambiaso tedoradze inter 2-1 lille interi lili სერია A anji რეკორდი ძანეტი გადაიდო esteban cambiasso vesly sneijder diego militoo wasvla shectomebi შეცტომები zarate coutinioo tedoradzee sneijder by: intera Wesli Sneijder By: intera Sneider BY By: Tedoradze brazil. diego forlan SNEIDER By: intera ETOO By: INTERA Sneijder BY: tedoradze CAMBIASSO BY: TEDORADZE milan SNEIJDER BY: GIGA TEDO Davit Suazo MAICON BY: TEDORADZE uzlieresi goli cambiaso by: inter Samuel eto'o Zanetti By: Tedoradze Eto'o By: Tedoradze Cambiasso By: interaa Zanetti Milito By: Tedoradze forma baloteli უესლი nagatomo ჯენოა - ინტერი 0:1 ჯენოა 0:1 კალაძე kenwiskra მე–15 ტური deshami moratti მე-16 ტური chivu ათასჯერ პრობლემა ronaldo spaleti transferi კრასიჩი მოტა სარატე და სნეიდერი ფორლანი ვილია 5:0 ინტერი-პარმა 5:0 ძანეტ დიდი შოუ მზად Milan Inter 0-4 best goals derbia ჯონათანი მილანი - ინტერი გადამწყვეტი stancovic პსჟ-მაიკონი madonina2012 მილანი-ინტერი 0:1 25 მილიონ მატერაცი ინტერი vs ჯენოა მაიკონს ახალი მოტა პსჟ-ში? გეგმებზე ინტერი მეოთხეა inter 2-1 lacio ფორლანი კმაყოფილია Juan Jesus სარატე იჯარით Napol 2-0 inter დრაქსლერი 8მილიონი ეცოტავა ოლიმპიადა? მიგელ ველოზუ Claudioo რევოლუცია სატრანსფერო ფანჯარა 4-4 სამმატჩიანი figu ეტო’ოს ზენიტს უარი სამუელი განიკურნა inter best goal Fred guarin giga tedoradze 0-7 inter 0-7 maicon მაიკონი diego hd player etoy forlan 2-1 catania მე_7 cambiasso lili snaijder Real sport maurinio nacional B ჯგუფი 0-1 video

Copyright MyCorp © 2024