ინტერის ახალგაზრდა ტალანტი, დევიდე სანტონი ვერაფრით იშუშებს მუხლის ტრავმას.

სანტონი უკვე მზად იყო მომავალი კვირიდან ინტერს დახმარებოდა, თუმცა დღეს კვლავ დაშავდა ინტერის ახალგაზრდულ გუნდთან თამაშისას, რის გამოც მოედნიდან სასწრაფო წესით იქნა გაყვანილი.
უახლოეს მომავალში იტალიელ მცველს რამდენიმე ტესტის გავლა მოუწევს,რათა ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ მოაგვაროს.
ამ წელს სანტონმა უფრო მეტი იმკურნალა ვიდრე დაისვენა, მას მენისკის ოპერაციის გადატანა მოუწია, რომელსაც ჯერ კიდევ იშუშებს.
|