მილანის ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე გააკეთა განცხადება. 
მან საუბარი იმით დაიწყო,რომ გუნდის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი საკმაოდ დაბალია.
"ჩვენ არ ვართ ვეტერანთა გუნდი.ინტერმა არა უკანასკნელ ათ წელიწადში არამედ რამდენიმე თვის წინ მოიგო თასები.მითუმეტეს,რომ ახლა გუნდს ვაახალგაზრდავებთ...ჩვენთან მოვიდნენ ბიაბიანი და კოუტინიო.მალე სხვა ახალგაზრდებიც გამოჩნდებიან." "ძალიან არ ვღელავ იმაზე,რომ ჩვენი კონკურენტები საკმაოდ გაძლიერდნენ.ჩვენ ჩავთვალეთ,რომ ვიღაცის ყიდვა მხოლოდ ბაზარზე აქტიურობისთვის არ ღირდა.ვერ გამიგია რატომ არ სჯერათ ბენიტესის.გულშემატკივარი მის მხარეზეა და ფეხბურთელებიც მიჰყვებიან რაფას ფილოსოფიას."წყარო: fanebi.com
ნანახია:
577
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
07.09.2010
|
|
მილანის "ინტერნაციონალეს" უცვლელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი აღიარებს რომ წელს "მილანის" ასეთი შემადგენლობის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელი იქნება. ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტრანსფერით "მილანმა" სერიოზული განაცხადი გააკეთა სკუდეტოს მოგებაზე. "რა თქმა უნდა ''მილანი'' ჩვენი მთავარი მოწონააღმდეგე იქნება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ხოლო ის ფაქტი, რომ ჩვენს წიააღმდეგ ზლატანი ითამაშებს ამ დაპირისპირებას განსაკუთრებულს გახდის. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს "რომა" და "იუვე", დედაქალაქელებს შემადგენლობა თითქმის არ შეუცვლიათ, ხოლო ''ბებერი ქალბატონი" საკმაოდ გაძლიერდა. ორივე სტრატეგია შეიძლება წარმატების მომტანი აღმოჩნდეს. წინ 38 მატჩია და ჩემპიონობა უძლიერესს ერგება"- განაცხადა არგენტინელმა ვეტერანმა.
ნანახია:
611
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
07.09.2010
|
| |